სექსისტური გამონათქვამი მარნეულის მერმა ბრიფინგზე გაიმეორა

TEMUR ABAZOVI

მარნეულის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი თემურ აბაზოვი დღეს ,სახალხო დამცველის განცხადებას გამოეხმაურა და ბრიფინგი გამართა. პრესამსახურმა თბილისში მებარე მედია საშუალებებს დაურეკეს ადგილობრივ ტელევიზიასაც, თუმცა რადიო “მარნეულისთვის” ბრიფინგის შესახებ ინფორმაცია არავის უთქვამს. აღსანიშნავია, რომ პირველად სწორედ რადიო “მარნეულმა” გაავრცელა ინფორმაცია თემურ აბაზოვის 13 ნოემბერის კაჩაგნის მოსახლეობასთან  შეხვედრის შესახებ, რომელსაც მხოლოდ კაცები ესწრებოდნენ. რადიოს ჟურნალისტის კითხვას თუ როგორ შეაფასებდა ის იმ ფაქტს, რომ ქალები მასთან შესახვედრად არ მივიდნენ შემდეგნაირად უპასუხა : „ახლა შუადღეა და ალბათ მეუღლეებს საკვებს უმზადებენ“. ამავე თემას საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი გამოეხმაურა და მერის გამონათქვამს სექსისტური უწოდა. თუმცა დღევანდელ ბრიფინგზე მედიასთან თემურ აბაზოვი ამბობს, რომ მისი განცხადება სექსისტური არ იყო.

თემურ აბაზოვი რადიო “მარნეულს” კონტექსტის დმახინჯებაში ადანაშაულებს.

ჩვენ დაუმონტაჟებელი მასალის სრულ ვერსიას გთავაზობთ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ფეისბუქ გვერდზე ორი საათის წინ ახლადარჩეულ მერის განცხადება გამოქვეყნდა, რომელსაც თან ვიდეო მასალა ერთვის. მერი აცხადებს, რომ რადიო მარნეულის ჟურნალისტის ერთიდაიმავე შეკითხვას სოფელში ყოფნისას რამდენიმეჯერ გასცა პასუხი, ხოლო იმ ვერსიას, რომელსაც მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი ავრცელებს და რადიო “მარნეულმაც ” გაავრცელა არასაქმიანს უწოდებს. განცხადებაში ნათქვამია  „ ამ საკითხზე პასუხი უკვე გაცემული მქონდა“. ჟურნალისტ ნანა სისვაძის თქმით, ქალთა მონაწილეობაზე კითხვა მხოლოდ ერთხელ დასვა.

უფლებადამცველ ბაია პატარაიას აზრით, თემურ აბაზოვის დღევანდელ ბრიფინგზე გაკეთევული განცხადება მის პირველ კომენტარს არ ამსუბუქებს.

თემურ აბაზოვი განცხადებაში სახალხო დამცველს საპასუხოდ მოუწოდებს ,რომ უფრო მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოს თავის განცხადებებს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ქალთა თანასწორობის მხრივ დღესაც ბევრი გამოწვევა არსებობს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა კი ქალთა სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის საკითხია. ამის გათვალისწინებით, საზოგადოების თუ თანამდებობის პირების მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება ამყარებს არსებული დისკრიმინაციის წამახალისებელ სტერეოტიპებს ქალისა და მამაკაცის განსაზღვრული როლების შესახებ და ხაზს უსვამს მამაკაცის დომინანტურ მდგომარეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

 

რადიო „მარნეული“

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register