თემურ აბაზოვი ომბუდსმენს პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს

saxalxo damcveli

მარნეულის მერი საქართველოს სახალხო დამცველს მარნეულის მუნციპალიტეტის ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა.

თემურ აბაზოვმა უჩა ნანუაშვილს მოუწოდა განცხადებას მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოს. საქართველოს სახალხო დამცველმა მარნეულის მერის რადიო “მარნეულთან” გაკეთებული კომენტარი სექსისტურად შეაფასა.  “ქართული ოცენების” არჩეული მერი განცხადებაში ამბობს, რომ მის მიერ გაჟღერებული ფრაზა სექსისტური არ იყო.

“ვადასტურებ ღრმა პატივისცემას სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ და მოვუწოდებ სახალხო დამცველს, უფრო მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოს თავის განცხადებებს” – ნათქვამია თემურ აბაზოვის განცხადებაში.

თემურ აბაზოვი განცხადებაში მის მიერ კაჩაგანში გაკეთებულ კომენტარსაც ეხმიანება.  როგორც მერი აღნიშნავს, მან რამდენჯერმე უპაუხა რადიო “მარნეულის” ჟურნალისტის შეკითხვებს ქალთა მონაწილეობის შესახებ.

“რადიოს ჟურნალისტის მიერ მრავალჯერ იქნა დასმული კითხვა ჩემთან მიმართებაში თუ, რატომ არ იყვნენ ქალბატონები, მამაკაცებთან ერთად სოფლის ცენტრში, სადაც შეკრებილებისგან მათი პრობლემების შესახებ ვიღებდი ინფორმაციას.ჟურნალისტის კითხვას რამდენჯერმე გავეცი ადეკვატური პასუხი, თუმცა მისგან კამერების თანდასწრებით, უკვე სხვა ლოკაციაზე, დასმულ იგივე შეკითხვას რომელიც მიმაჩნია, რომ არ იყო საქმიანი და იმ მომენტისთვის ნამდვილად იყო შეუსაბამო, (ვინაიდან ამ საკითხზე პასუხი უკვე გაცემული მქონდა) შემდეგნაირად ვუპასუხე, რომელიც აღნიშნული მედია საშუალების მიერ გაშუქდა კონტექსტიდან ამოვარდნილი ფორმით. ” – აღნიშნულია განცხადებაში.

რადიო “მარნულის” ჟურნალისტი ნანი სისვაძე აღნიშნავს, რომ მან კაჩაგანში თემურ აბაზოვთან მხოლოდ ერთხელ დასვა კითხვები , მათ შორის ქალთა აქტივობასა და მერის ვიზიტის შესახებ, სხვა დროს, სხვა ლოკაციაზე ჟურნალისტს მერთან კითხვები არ დაუსვამს.

მარნეულის ფეისბუქ გვერდზე თემურ აბაზოვის განცხადებას თან ერთვის ვიდეო მასალა, სადაც ის რადიო “მანრეულის” ჟურნალისტის შეკითხვებს პასუხობს.

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register