სამოქმედო გეგმის მთავარი ამოცანა მოძველებული ჩარჩოებიდან გამოსვლაა

ტოლერანტობის დღეს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საქართველოს ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან ხანგრძლივ თანამშრომლობაზე და მიზნად ისახავენ თავისუფალი, დემოკრატიული, თანასწორუფლებიანი, სამართლებრივი სახელმწიფოსა და საზოგადოების ჩამოყალიბებაში საქართველოს ეროვნული და რელიგიური უმცირესობების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას. მნიშვნელოვან დეტალებს ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ.
საზოგადოებრივმა მაუწებელმა სამოქმედო გეგმა გაწერა, რომლის მიხედვით შეიქმნება მედია პროდუქცია უმცირესობების ენებზე. ასევე მნიშვენლოვნად თვლიან,რომ უმცირესობები არა მხოლოდ მათვის სპეციფიკურ საკითხების განხილვაში იყვნენ ჩართულნი, არამედ საქართველოში აქტუალური საკითხების განხილვაშიც. სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის დირექტორი ზაურ ხალილოვი აღნიშნავს, რომ ტოლერანტობა ეს მუდმივი პროცესია ,რომელშიც სახელეწიფო ინსტიტუტებთან ერთად მედიასაც პასუხიმგებლობა აკისრია.
ამ ეტაპისთვის უკვე შექმნილია 7 ენოვანი საიტი. პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის მულტიმედია პლატფორმის პროდიუსერი ირაკლი აბსაძე ამბობს, რომ მაქსიმალურად ოპერატიულად ითარგმნება ქართულენოვანი კონტენტი. ახალ წლამდე იგეგმება ინტერნეტ რადიოს შექმნა აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.
საზოგადოებრივი მაუწყებელლის საქმიანობა საზოგადოების ყურადღების ქვეშ ყოველთვის არის მოქცეული. სახელმწიფო სუბსიდიებზე არსებული მედიასადმი მოთხოვნაც მეტია. 2000 წლებში ეთნიკური უმცირესობებისთვის განკუთვნილი გადაცემები არხზე ყოველთვის არსებობდა. თუმცა როგორც ირაკლი აბსანძე ამბობს ეს პოზიტიური იყო, მაგრამ მაინცაა დისკრიმინაცია. მთავარ ამოცანად დღეს საზოგადობრივი არხის ყურებადობის გაზრდის საკითხი დგას. მიუხედავად იმისა, რომ არხზე ყოველთვის ითარგმნებოდა საინფორმაციო გამოშვება ეთნიკურ უმცირესობების დასახლებულ რეგიონებში ის პოპულარულობით მაინც არ სარგებლობდა და ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არხის მენეჯმენტისთვის რეიტინგის აწევაა.
პლატპორმის პროდიუსერის თქმით, მთავარი პრობლემა არხის დაფარვიანობაა, ის ტექნიკურად უნდა გაიმართოს, რაც მისივე თქმით მუდმივი პრობლემა იყო და მის გამოსწორებას არხის მენეჯმენტი ცდილობს.
როგორც ზაურ ხალილოვი აღნიშნავს მემორანდუმის ღია საბუთია რომელიც მუდმივად განახლებადი უნდა იყოს.
სამოქმედო გეგმის მთავარი ამოცანა მოძველებული ჩარჩოებიდან გამოსვლაა ,როგორც ეთნიკური უმცირესობების მხრიდან ,ასევე ეთნიკური უმრავლესობის მხრიდან. ხალილოვის თქმით ამ პროცესში არამხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი არამედ სახლემწიფო უწყებებიც უნდა ჩაერთონ.
რადიო “მარნეული”
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments