ამირან გიორგაძე ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს

sakrebulo

საკრებულოს მეექვსე მოწვევის პირველი სხდომა დღეს, 20 ნომბერს გაიმართა.  საკრებულოს თავმჯდომარედ ამირენ გიორგაძე აირჩიეს  მას მხარი 31- მა , წევრმა დაუჭირა.  1 ხმა ბათილად სცნეს, ხოლო 2 წინააღმდეგი იყო.    ამირან გიორგაძემ კანდიდატურად თავის მოადგილედ მამუკა ნავერიანი დაასახელა, რომელიც საკრებულოს წევრებმა ფარული ხმისმიცემის შედეგად ხმათაუმრავლესობით აირჩიეს.

ჯეიხუნ ჩოვდაროვი ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდმას  არ ესწრებოდა. შეგახსენებთ, რომ ჯეიხუნ  ჩოვდაროვი ყიზილაჯლოს მაჟორიტარი დეპუტატია. 19 ოქტომბერს მარნეულის მუნციპლიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ შტაბს უცნობი პირები თავს დაესხნენ და ცეცხლი გახსნეს. შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის იყო ჯეიხუნ ჩოვდაროვი,  რომელიც დაშავეულებს შორის ყველაზე მძიმედ იყო.

თავდაპირველად ამირან გიორგაძე პარტია “ქართული ოცნების” მარნეულის მერობის კანდიდატად იყო დასახელებული, თუმცა  ,მისი კანდიდატურა 18 სექტემბერს  მარნეულელებისთვის უცნობი კანდიდატით, თემურ აბაზოვით ჩაანაცვლეს.

ამირან გიორგაძემ 1985 წელს სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლა დაასრულა. 1985-1992 წლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინჟინერ-მექანიკის ფაკულტეტზე ისწავლა. 1992- 2005 წლებში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე მარნეულის რეგიონალურ პოლიციაში. 2005-2012 წლამდე კერძო ბიზნესში მოღვაწეობდა.2012 წელს შეუერთდა ქართული ოცნების რიგებს. 2014 წლეს ქართული ოცნების თავმჯდომარე 2014-2017 წლიდან არის მარნეულის მუნციპლიტეტის საკრებულოს წევრი და ფრაქციის თავმჯდომარე. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

რადიო “მარნეული”

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register