სავარაუდოდ ერთი ხმა ამირან გიორგაძეს ოპოზიციამ მისცა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ამირან გიორგაძე 31 ხმით აირჩიეს.
35 დეპუტატიდან 3 დეპუტატი პარტია “ევროპული საქართველოს”, ხოლო 1 პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელია.
საკრებულოს სხდომას არ დაესწრო “ქართული ოცნების” ყიზილაჯილოს ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და შესაბამისად ვერ მიიღო დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობა.
დარჩენილი 34 დეპუტატიდან 31-მა მარნეულის “ქართული ოცნების” ყოფილი მერობის კანდიდატი ამირან გიორგაძე ახალი მოწვევის საკრებულოს თავმმჯდომარედ აირჩია.
საკრებულოს ორმა დეპუტატმა ამირან გიორგაძეს მხარი არ დაუჭირა.
ხმის დამთვლელმა დროებითმა კომისიამ ერთი დეპუტატის ხმა ბათილად მიიჩნია.
სავარაუდოდ, მარნეულის ახალი მოწვევის საკრებულოს ერთმა ოპოზიციურმა დეპუტატმა “ქართული ოცნების” უალტერნატივო კანდიდატს მხარი დაუჭირა.
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments