საკრებულოს აპარატმა სხდომის პირდაპირი ტრანსლირება აკრძალა

live

20 ნოემბერს, მარნეულის საკრებულოს მეექსვე მოწვევის სხდომაზე დამსწრეებს სხდომის მიმდინარეობის დროს სოციალური ქსელით პირდაპი ეთერის განხორციელება აეკრძალათ.

საკრებულოს აპარატის თავმჯდომარე, ნინო ბერიძემ საკრებულოს შიდა დადგენილების საფუძველზე დამსწრეებს სხდომის სოციალური ქსელით პირდაპირი ტრანსლირება აუკრძალა.

მარნეულის მუნციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის მე-11 დადგენილების მეათე მუხლის თანახმად “საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება მოეწყოს საკრებულოს ღია სხდომების რადიო და ტელე ტრანსლაცია, აგრეთვე ტრანსლაცია ინტერნეტის მეშვეობით, საკრებულოს სხდომის ტრანსლაციას და მის საჯაროობას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი” .

დღევანდელი საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს აპარატმა მეექვე მოწვევის სხდომის პირდაპირი ტრანსლირება აკრძალა, თუმცა ვიდეო გადაღების ნებaრთავა დაუშვა.

2017 წლის 14 ნოემბერს რადიო “მარნეულმა” მეხუთე მოწვევის საკრებულოს სხდომის პირდაპირი ტრანსლირება მოახდინა, რაც საკრებულოს აპარატმა მაშინ კანონის დარღევავდ არ მიიჩნია.

 

 

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register