მარნეულის გამგეობას დღეიდან მერია ეწოდება

marneuli_drosha

დღეს, 20 ნოემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა ჩატარდა.

სხდომაზე აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარე და თავმჯდომრის მოადგილე.

სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, ნინო დეკანოიძემ მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულება წარადგინა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 50-ე მუხლში შესული ცვლილებების მიხედვით მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა აღარ არსებობ, დღევანდელი მონაცემებით იფუნქციონირებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია. 

ასევე დეკანოიძის თქმით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას დღევანდელი მონაცემებით ექნება 8 სამსახური. ანალიზისა და პიარის სამსახური შვიდა ადმინისტრაციული სამსახურის დაქვემდებარებაში.

მარნეულის მერიაში მოქმედი სამსახურებია:

  1. ადმინისტრაციული სამსახური
  2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური
  3. ეკონომიკის სამსახური
  4. ზედამხედველობის სამსახური
  5.  ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური
  6. კულტურისა და სპორტის სამსახური
  7. აუდიტის სამსახური
  8. სამხედრო სამსახური

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register