მერმა ამირან გიორგაძეს საკრებულოს თავმჯდომარეობა მიულოცა
მარნეულის მერი თემურ აბაზოვი საკრებულოს პირველ სხდომას დასრულებამდე დაესწრო. კენჭისყრის შემდეგ, როგორც კი შედეგები გამოცხადდა და საკრებულოს თავჯდომარედ ამირან გიორგაძე დასახელდა მერმა მას მისალოცი სიყვით მიმართა:
„ჩვენ მათთან (საკრებუსოსთან) ერთად, ერთიანად ვიმუშაოთ და ვაკეთოდ კეთილი და კარგი საქმეები ჩვენი რაიონისთვის. მე მჯერა, რომ ეს ოთხი წელი იქნება ნაყოფიერი, მნიშვნელოვანი, ისტორიული და ყველაფერი სასიკეთო იქნება გაკეთებული ამ 4 წელიწადში. ერთიანად ხელიხელ ჩაკიდებული უნდა მივხედოთ ჩვენ რაიონს. მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგება და გავაკეთებთ ყველაფერს ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის“- თქვა აბაზოვმა
დღეს(20 ნოემბერს) მეექვსე მოვევის საკრებულოს პირველი სხდომა ჩატარდა. კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარედ ამირან გიორგაძე აირჩიეს.
შეგახსენებთ, რომ თვითმართველობის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე თემურ აბაზოვმა მერობისთვის ამირან გიორგაძის კანდიდატურა ჩაანაცვლა.
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments