TIG: “საკრებულოს სხდომები არის საჯარო”

gamg

მარნეულის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომაზე აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ დამსწრეებს სხდომის პირდაპირ ეთერში ტრანსლირების უფლება არ მისცა. აპარატის უფროსმა ეს საკრებულოს 2014 წლის მეთერთმეტე დადგენილების მე-10 მუხლით  ახსნა. აღნიშნული მუხლის მიხედვით „საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება მოეწყოს საკრებულოს ღია სხდომების რადიო და ტელე ტრანსლაცია, აგრეთვე ტრანსლაცია ინტერნეტის მეშვეობით“. ამ მუხლით, საკრებულოს არ ჰქონდა უფლება  დაამსწრეებისთვის პირდაპირი ტრანსლირება აეკრძალა, ვინაიდან დადგენილების ეს მუხლი საკრებულოს ვალდებულებაზე საუბრობს და კავშირი არ აქვს დამსწრეების უფლება-მოვალეობაზე.

“საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს” იურისტი თამთა კახიძე, ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით საკრებულოს სხდომები არის საჯარო და საკრებულოს არ აქვს უფლება ეს საჯაროობა შეზღუდოს.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 87-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საკრებულოს კომისიების სხდომები საჯაროა, მასზე დასწრების უფლება ნებისმიერ პირს აქვს მინიჭებული ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების ანდა ნებართვის გარეშე.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register