წინასაარჩევნო პლაკატების ბედი უცნობია

plaketebi

საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნისთვის ორკვირიანი ვადა ამოიწურა. რადიო „მარნეულმა“ სწორედ ამ თემაზე ერთი კვირის წინ გააკეთა სიუჟეტი. რამდენიმე პარტიამ გვითხრა, რომ პლაკატებს 2-3 დღეში ჩამოხსნიდნენ, თუმცა მარნეულის ქუჩებში დღემდეა შემორჩენილი პარტიების ჩამოუხსნელი პლაკატები. როგორც მარნეულის მერიის პიარისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსმა მარიამ ხაჩიძემ  გვითხრა „თუ პლაკატებისგან არ იქნა გასუფთავებული ქუჩები, ზედამხედველობის სამსახური მომავალი კვირიდან გაატარებს უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამის ღონისძიებებს“, თუმცა რა ღონისძიებების გატარებას გეგმავენ ამასთან დაკავშირებით ის ინფორმაციას არ ფლობს. საკითხში გასარკვევად , მარნეულის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, დევდარ დევდარიანს დავუკავშირდით, გვითხრა, რომ ცოტახანში თავად დაგვიკავშირდებოდა, თუმცა არ დაურეკავს და მოგვიანეით ჩვენს ზარებსაც არ უპასუხა.

საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მიხედვით გათვალისწინებულია, რომ პარტიებმა, რომლებმაც წინაასარჩევო პერიოდში გააკრეს პლაკატები ვალდებულები არიან, რომ ეს პლაკატები თავადვე ჩამოხსნან. ეს კი ცესკოს საბოლოოს არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში უნდა მოხდეს.

 

რადიო მარნეულმა აღნიშნულ თემაზე სიუჟეტი 8 ნოემბერს შემოგთავაზათ. სიუჟეტში გიამბეთ, რომ 15 ნომებრამდე პარტიები ვალდებულნი იყვნენ წინასაარჩევნო პლაკატებისგან ქალაქი გაეწმინდათ, თუმცა ეს ვალდებულება საკუთარ თავზე მარნეულის ახალგაზრდების ნაწილმა აიღო. ქალაქის ქუჩები სამოქალაქო აქტივისტების მეშვეობით პლაკატების ნაწილისგან გაიწინდა.  ქალაქის ქუჩებში დღემდე როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის , ისე ერთი წლის წინ ჩატარებული საპარლამეტო არჩევნების წინასაარჩევნო პლაკატები გვხვდება.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register