“ადამიანის უფლებები” – შეხვედრა მარნეულში
16 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნომ, გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს მარნეულში.
აღნიშნული კამპანიის მიზანს წარმოადგენს, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის.
0 Comments