იმიტირებული “ქალთა საკრებულო” რეალურ საკრებულოს სამოქმედო გეგმას წარუდგენს
30 მარნეულელი ქალი, ქალთა პრობლემების გადაჭრისათვის მუშაობას იწყებს. ისინი ორი ძირითადი მიმართულებით, სოციალური და ეკონომიკური კუთხით იმუშავებენ. გეგმას კი რომელსაც სამუშაო პროცესში შეიმუშავებენ საკრებულოს წარუდგენენ მომდევნო წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად. ქალები „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ პროექტის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის“ ფარგლებში მუშაობენ, სამუშაო პროცესს კი სიმულაციური თამაში „ქალთა საკრებულო“ ეწოდება. პროექტის შესახებ „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარე ოლგა ენდელაძე გვესაუბრა.
ოლგა ენდელაძის თქმით, პროექტის მონაწილეები რეალურ საკრებულოს სხდომებსაც დაესწრებიან და ამავდროულად ჩაატარებენ „ქალთა საკრებულოს“ სხდომებსაც მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომრის, ამირან გიორგაძის ხელმძღვანელობით. ოცდაათი ქალი რომლებიც პროექტში იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა თემებიდან და სოფლებიდან არიან. შოგიკ აკოფიანი წითელსოფლიდანაა, მისი თქმით სოფლელში მცხოვრები ქალები მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არ არიან ჩართულნი.
იგივე პრობლემაზე საუბრობს საბირქენდელი გიულბენ ალიევა.
სიმულაციური თამაში „ქალთა საკრებულო“ ტარდება პროექტის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება“, მარნეულის „ქალთა ოთახის“ ჩართულობითა და ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.
რადიო „მარნეული“
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments