დუისის რწმუნებული: თბილისში სპეცოპერაციის საქმეზე ბინის მესაკუთრის ნათესავია დაკავებული

სპეცოპერაცია-ბერი-გაბრიელ-სალოსის-ქუჩაზე-768x432

რიზვან გორნაკაშვილი, მარგოშვილის ინფორმაციით, ტელეფონით დაუკავშირდა მის სიძეს (დის ქმარს), ასლანბეგ ჯაბრაილოვს და უთხრა, რომ თბილისში, მისი საცხოვრებელი ბინის ქირაობა სურდათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და თვეში 300 აშშ დოლარს გადაიხდიდნენ.

“ეს ინფორმაცია ასლანბეგმა თვითონ მიაწოდა პოლიციას დღეს დილით, იგი 11:00 საათზე გამოცხადა დუისის პოლიციაში და უთხრა ეს ყველაფერი. ცოლისძმა ყოფილია, ომალოელი, მე მას არ ვიცნობ, მღებავად მუშაობს თბილისშიო, მას დაურეკია ასლანბეგისთვის, ქირას გადაიხდიანო 300 დოლარსო და შემუვუშვაო ბინაშიო? და ამისგანაც თანხმობა ყოფილა,” – განუცხადა მარგოშვილმა ნეტგაზეთს.

თბილისში, გაბრიელ სალოსის VI შესახვევის #9 კორპუსში საცხოვრებელ ფართს, საჯარო რეესტრის მიხედვით, მერი ხანგოშვილი ფლობს. მის სახელზე ასევე საცხოვრებელი ფართი, იქვე მეზობლად კორპუსში სახლი – ბოგდან ხმელნიცკის #48-ში (ხემლნიცკის ქუჩა ამჟამად არის გაბრიელ სალოსის ქუჩა).

“მერი ჩემი ალალი მამიდაშვილია, ის იქვე მეზობლად ცხოვრობდა თბილისში და როგორც ჩანს, საზღვარგარეთ წასვლის წინ თინა გაურგაშვილმა გადაუფრომა ეს ბინა, ჩვებ ვენათესავებით ერთმანეთს,” – უთხრა თამარ მარგოშვილმა ნეტგაზეთს.

თინა გაურგაშვილი ასლანბეგის დედაა, რომელიც ავსტრიაში ცხოვრობს.

 

წყარო: ნეტგაზეთი

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register