ჩანახჩის სკოლის მშენებლობა განსახორციელებელ სასკოლო პროექტების ჩამონათვალში შევა
სოფელ ჩანახჩის სკოლიის მოსწავლეებს წლებია საგაკვეთილო პროცესი ვაგონებში უტარდებათ, ბავშვები, ლამაზ და კეთილმოწყობილ სკოლაზე ოცნებობენ, სადაც წყალი, ბუფეტი და სპორტდარბაზი აუცილებლად ექნებათ. ვაგონებიან სკოლაში გადასვლა მას შემდეგ მოუწიათ, რაც ძველი სკოლა სომხეთში მომხდარი მიწისძვრის გამო სრულად დაინგრა. ვაგონებს საკლასო ოთახების სახე 2004 წლიდან მიეცა. დირექტორი იმედს არ კარგავს, რომ ახალი სკოლის შენოაბა მათ აუცილებლად ექნებათ.
სოფელ ჩანახჩის სკოლის დირექტორს მანანა მანუკიანს განათლების სამინისტროსთვის არაერთხელ მიუმართავს, მათგან კი პასუხი არ მიუღია.
ჩვენთან საუბრისას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი თინაძე ამბობს, რომ ისინი სპეციალურად მცირეკონტიგენტიანი სკოლებისთვის ანხორციელებენ პროექტს.ამ ეტაპისთვის 19 სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, ჩანახჩის სკოლის მშენებლობა კი მომავალი წლისთვისთვის განსახორციელებელი სასკოლო პროექტების ჩამონათვალში შევა.
სოფელ ჩანახჩი მარნეულის მუნიციპალიტეტის ახქერფის თემში მდებარეობს. სოფლის სკოლაში ახლა 17 მოსწავლე სწავლობს, სადაც მხოლოდ ცხრა კლასის განათლების მიღება შეუძლიათ, თორმეტი კლასის დასამთავრებლად კი სოფელ ახქერფში უნდა იარონ.
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments