სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელი დაიღუპა

EPA1-768x432

თბილისში, გაბრიელ ბერის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაშავებული სპეცრაზმელი საავადმყოფოში დაიღუპა.

აღნიშნული ინფორმაცია ინგოროყვას კლინიკის ექიმმა დაადასტურა.

სპეცრაზმელი ტერორიზმში ბრალდებულ პირებთან შეტაკებისას ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა და ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, მიერთებული იყო ხელოვნურის სუნთქვის აპარატზე, ასევე ჩაუტარდა ოპერაცია.

სპეცოპერაცია 21 ნოემბერს, 20:00-სთვის დაიწყო, სროლები და აფეთქებები კი გამთენიისას, 05:00 საათის შემდეგ გაისმა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ერთ-ერთი კორპუსის საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ცეცხლი ჩანს, რომლის ლიკვიდაციაც საგანგებო სიტუაციების სააგენტოს თანამშრომლებმა უკვე მოახერხეს. სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულ ბინაში იმყოფება ორი პირი, რომელთა აყვანას სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები ცდილობენ.

 

წყარო:ნეტგაზეთი

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register