მარნეულის საბავშვო ბაღებში მშობელთა კომიტეტი შეიქმნება

bagi 1

 

ბოლო რამდენიმე კვირის წინ  მარნეული საბავშვო ბაღებში ორი ინციდენტი მოხდა.  გასულ კვირას N4 საბავშვო ბაღში საკვები პროდუქტის მოპარვის მცდელობის  ფაქტზე თანამშრომელს მიუსწრეს, მეორე ფაქტი კი მარნეულის N1 საბავშვო ბაღში აღმზრდელის მიმართ აღსაზრდელზე უხეშ მოპყრობას უკავშირდება, რომელიც ამავე ბაღის ბავშვის მშობელმა დააფიქსირა, დღეს მან ამ თემაზე  ჩვენთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

მარნეულის ბაგა ბაღების გაერთიანების უფროსი ზაურ ქარამოვი ბაღებში მშობელთა კომიტეტის შესახებ საუბრობს, რომელიც მარნეულში ადრეც არსებობდა , თუმცა გაუქმდა და წელს  ჯერჯერობით მხოლოდ მეოთხე საბავშვო ბაღში ფუნქციონირებს, მთავარი მიზანს  კი ბაღებში მიმდინარე პროცესების დაკვირვება წარმოადგენს. კომიტეტის ჩამოყალიბება მარნეულის ყველა საბავშვო ბაღში იგეგმება,  მშობელთა კომიტეტი აირჩევს  ერთი წარმომადგენელს, ხოლო ეს წარმომადგენლები თავმჯდომარეს.

ზაურ ქარამოვის თქმით კომიტეტის ჩამოყალიბება მომდევნო კვირაში, პირველ საბავშვო ბაღში მოხდება.ნელ-ნელა კი მარნეულის ყველა საბავშვო ბაღში შეიქმნება.

 

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register