ჩაბუქს წინასაექტრადაციო პატიმრობა გაუგრძელეს

chabuki1

თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის კოლეჯის ყოფილ მენეჯერს მუსტაფა ემრე ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობის ვადა კიდევ სამი თვით, 2018 წლის 24 თებერვლამდე გაუგრძელა.

ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

პატიმრობის ვადის გაგრძელების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. პროკურორმა აღნიშნა, რომ ჩაბუქის ექსტრადაციის საკითხზე საექსტრადიციო პროცედურები არაა დასრულებული და იგი კვლავ იძებნება თურქეთის მხარის მიერ, ხოლო ჩაბუქს არ სურს თურქეთის სამსახურებთან თანამშრომლობა. მას გააჩნია დიდი კავშირები 30-ზე მეტ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებთან.

პროკურორმა აღნიშნა, რომ წინასწარ პატიმრობაზე უფრო მსუბუქი ღონისძიება ვერ უზრუნველყოფს ჩაბუქის სათანადო ქცევას.

დაცვის მხარემ, ჩაბუქის ადვოკატებმა, მოსამართლეს წინასაექსტრადაციო პატიმრობის ნაცვლად შესთავაზეს გირაოს გამოყენება 10 000 ლარის ოდენობით, ასევე პასპორტის ჩაბარება შესაბამისი ორგანოებისათვის.

ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა აღნიშნა, რომ ყოველთვის როცა მიმალვის საფრთხეზე მიუთითებს გამოძიება საჭიროა იმის მტკიცება, რომ რეალური საფრთხე არსებობს და არაა საკმარისი მხოლოდ მკაცრ სასჯელზე მითითება.

ადვოკატმა განაცხადა, რომ ჩაბუქს არ მიუცია ეჭვი იმის თაობაზე, რომ თავს აარიდებს თანამშრომლობას საგამოძიებო ორგანოებთან და ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩაბუქმა გადასცა პასპორტი საგამოძიებო ორგანოებს.

ადვოკატმა მიმართა მოსამართლეს, გაითვალისწინოს ის, რომ ჩაბუქი მეუღლესთან და არასრულწლივან შვილებთან ერთად ცხოვრობს და მუშაობას. ხოლო 2015 წელს გადასცეს საქართველოში ბინადრობის მოწმობა.

ბარათაშვილმა მოიხმო ვენეციის კომისიის მიერ მითითებული, რომ მუხლი, რომლითაც წარდგენილი აქვს ბრალდება ჩაბუქს, თურქეთში მასიურად გამოიყენება პოლიტიკური ნიშნით ადამიანის დევნისთვის.

ადვოკატმა განაცხადა, რომ 6 თვე გავიდა ჩაბუქის პატიმრობიდან ვერ მოხერხდა მტკიცებულებების შეკრება ჩაბუქის წინააღმდეგ.

თუნცა, მოსამართლემ სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნა, რომ ამ სხდომაზე არ ყოფილა წარმოდგენილი ახალი მტკიცებულება და მან გააგრძელა წინასაექატრადაციო პატიმრობის ვადა.

ჩაბუქის ერთერთმა მოსამართლემ ვახტანგ კვიჟინაძემ განაცხადა, რომ ისინი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას, რისთვისაც მათ 48 საათიანი ვადა აქვთ.

 

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. მუსტაფა ჩაბუქს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა 23 აგვისტოს. პატიმრობის ვადა მას კიდევ სამი თვით – 24 ნოემბრამდე გაუხანგრძლივეს.

ჩაბუქის დაკავებას თურქეთის მხარე ითხოვს, რომელიც ამტკიცებს, რომ იგი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს. ამ ფაქტს ერთი დღით წინ უსწრებდა თურქეთის მთავრობის ვიზიტი საქართველოში, რომელზეც ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკური და კულტურის საკითხები იქნა განხილული.

თურქეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების საქართველოზე შესაძლო გავლენაზე ნეტგაზეთის სტატია წაიკითხეთ აქ. ფეტულა გიულენისა და ერდოღანის დაპირისპირების შესახებ – აქ.

 

 

წყარო: ნეტგაზეთი

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register