შს მინისტრი: საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან

giorgi gaharia

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, თბილისში ადგილი ჰქონდა საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტს, თუმცა საბოლოოდ კვალიფიკაციას 21-22 ნოემბერს მომხდარ დანაშაულს მისცემს პროკურატურა, რაც მინისტრის თქმით, “ამ დღეებში გახდება ცნობილი”.

“ეს იყო [ტერორიზმის] მცდელობა, კვალიფიკაციას დღეს ახორციელებს პროკურატურის შესაბამისი ორგანოები და უნდა დაველოდოთ ამას ყველაფერს. ამ დღეებში ეს ყველაფერი იქნება ნათელი.

მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც [გამოძიება], ყველას კარგად გვესმის, რომ საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან და მიმდინარეობს გამოძიება, დაველოდოთ გამოძიებას”, – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ.

მან ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მოკლულებს შორის არის ახმედ ჩატაევი და რომ ბინაში ასევე იმყოფებოდნენ ქალი და ბავშვები.

“ეს არის ვერსიები და ინტერპრეტაციები. იმისთვის, რომ შინაარსობრივად ვიმსჯელოთ, უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და ექსპერტიზის დასრულებას”, – განაცხადა შს მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს 20:00 საათზე დაიწყო თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია და დასრულდა 22 ნოემბერს 17:30 საათზე. სპეცოპერაციის დროს ადგილი ჰქონდა ინტენსიურ სროლას, აფეთქებებს, ხანძარს, შედეგად მოკლეს 1 სპეცრაზმელი და 3 პირი იმ ჯგუფიდან, რომელსაც სუს-ი უწოდებს დანაშაულებრივ ჯგუფს, თუმცა რა დანაშაულში იყვნენ ისინი ეჭვმიტანილები ამ დრომდე არც ერთ ოფიციალურ უწყებას არ განუცხადებია და არც კონკრეტული სისხლის სამართლის მუხლის შესახებ განუცხადებია ძალოვან უწყებებს რომლის მიხედვითაც მიმდინარეობს გამოძიება.

 

 

წყარო: ნეტგაზეთი

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register