გამოკითხულთა უმრავლესობა ქართულ არხებს არ უყურებს
მარნეულში , თბილისიდან 30 კილომეტრში და მარნეულის რაიონის ყველაზე მოშორებულ სოფლებშიც კი, იქ, სადაც ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, თითქმის ყველა სახლის სახურავზე სატელიტური ანტენაა დამონტაჟებული. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ანტენის მეშვეობით ძირითადად აზერბაიჯანულ და თურქულ არხებს უყურებს. რეგიონებში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელთა შორის ქართულ ტელეარხებს ცოტა მაყურებელი ჰყავს. მიზეზი ენობრივი ბარიერია: ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანალების დიდმა ნაწილმა ქართული ენა არ იცის. ჩვენ დავინტერესდით რომელი საინფორმაციო წყაროებიდან იგებენ ადგილობრივები ახალ ამბებს და რა იციან მათ დედაქალაქში მომხდარი ტერორისტული აქტის შესახებ.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად კი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებთა უმრავლესობა ქართულ ტელეგადაცემებს არ უყურებს. მედიის განვითარების ფონდის დირქტორის თამარ კინწურაშვილის თქმით, მთავარი გამოწვევა ენობრივი ბარიერია, სწორედ ამიტომ საზოგადოებრივი მაუწყებელის როლი ინფორმაციული ვაკუუმის დროს არის გადამწყვეტი.
მედიის განვითარების ფონდი ხვალ სპეციალური კვლევის პრეზენტაციას გამართავს. კვევლა ასევე მოიცავს ქვემო ქართლში მოსახლეობაში ინფორმაციულობის დონეს, თუ რა საშუალებებით იღებენ ადგილობრივები სიახლეებს.
You may also like
0 Comments