შსს: 2017 წელს ოჯახში ძალადობის გამო გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა 8%-ით გაიზარდა
2017 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 137 შემაკავებელი ორდერი გამოსცა ოჯახში ძალადობის საკითხზე.
შსს-ს ცნობით, 2017 წელს, წინა წელთან, 260-ით გაიზარდა გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა, ხოლო 2013 წელთან შედარებით – 2 910-ით.
როგორც შს მინისტრი მოადგილემ ნინო ჯავახაძემ საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით განხორციელებული მუშაობის შეფასებისას განაცხადა, შემაკავებელი ორდერების რაოდენობა იზრდება.
2013 წელს – 227
2014 წელს – 817
2015 წელს – 2598
2016 წელს – 2877
2017 წელს [ოქტომბრის მდგომარეობით] – 3 137
მინისტრის მოადგილის თქმით, 2017 წლის ივლისიდან შემაკავებელი ორდერი აღარ საჭიროებს სასამართლოს დამტკიცებას მისი გამოცემისთვის და ამას პოლიცია აკეთებს, რაც მნიშვნელოვანი და ეფექტიანი ღონისძიებაა.
ნინო ჯავახაძის თქმით, რამდენად ეფექტიანია შსს-ს გატარებული ღონისძიებები, ამას აფასებს სამინისტროში შექმნილი ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისია, რომელიც განიხილავს რამდენად ეფექტიანად მუშაობს სამინისტრო ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად, რა ხარვზებია და რა საჭიროებს გაუმჯობესებას.
წყარო:ნეტგაზეთი
marneulifm1106 Posts
0 Comments