“მარნეულში არცერთი ქმედითი მექანიზმი არ არსებობს, რომელსაც ძალადობის მსხვერპლები მიმართავენ”-ნონა სამხარაძე

zorakliq

2017 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 137 შემაკავებელი ორდერი გამოსცა ოჯახში ძალადობის საკითხზე.

შსს-ს ცნობით, 2017 წელს, წინა წელთან, 260-ით გაიზარდა გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა,  ხოლო 2013 წელთან შედარებით – 2 910-ით. წერს “ნეტგაზეთი”

როგორც შს მინისტრი მოადგილემ ნინო ჯავახაძემ საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით განხორციელებული მუშაობის შეფასებისას განაცხადა, შემაკავებელი ორდერების რაოდენობა იზრდება.

  • 2013 წელს – 227
  • 2014 წელს – 817
  • 2015 წელს – 2598
  • 2016 წელს – 2877
  • 2017 წელს [ოქტომბრის მდგომარეობით] – 3 137

მინისტრის მოადგილის თქმით, 2017 წლის ივლისიდან შემაკავებელი ორდერი აღარ საჭიროებს სასამართლოს დამტკიცებას მისი გამოცემისთვის და ამას პოლიცია აკეთებს, რაც მნიშვნელოვანი და ეფექტიანი ღონისძიებაა.

მარნეულელი გენდერის სპეციალისტი, ნონა სამხარაძე  ამბობს, რომ მარნეულში არცერთი ისეთი ქმედითი მექანიზმი არ არსებობს, სადაც ძალადობის მსვერპლები მიმართავენ და მოითხოვენ თავშესაფარს ან შესაბამის სერვისებს :“ასე თუ ისე, საერთაშორისო ორგანიზაციები ავრცელებენ ინფორაციას და ასევე სახელხო დამცველის წარმომადგენლები , თუ რა ნომერზე უნდა დარეკონ საჭიროების შემთხვევაში. ჩემი ინფორმაციით, ძალიან დაბალია მიმართვიანობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ხდება ძალადობის შემთხვევები. ეს პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ მარნეულში არის ორმაგად ჩაკეტილი საზოგადოება  და ისინი არ რეკავენ პოლიციაში და არ ითხოვენ დახმარებას, ამ კუთხით ძალიან დიდი სამუშაოებია ჩატარებელი, რა თქმა უნდა, ქალებს აქვთ ბევრი პრობლემა, არიან ოჯახში ძაადობის მსხვერპლნი , მაგრამ რიგ შემთხვევაში ეს გაცნობიერებული არ აქვთ და არ იციან,  რომ არსებობს სახელმწიფო სერვისები. ცნობიერების ამაღლების კუთხით ყველა ინსტიტუტის ჩართვაა საჭირო ,თვითმმართველობამ, სახალხო დამცველის წარმომადგენლობამ უფრო უნდა გააქტიუროს ამ მიმართულებით მუშაობა, სამოქალაქო  საზოგადოებამ და ასევე გარემომ უნდა შეუწყოს ამას ხელი.  სკოლებშიც უნდა იყოს ამაზე საუბარი, ყველამ უნდა იცოდეს, რომ არავის არ აქვს უფლება ქალზე იძალადოს. ჩვენ ვიცით სტატისტიკა, რომ ქალები უფრო  ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი” 

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register