ოჯახში ძალადობის საქმეებზე 2017 წელს 1180 პირის მიმართ დაიწყო გამოძიება – პროკურატურა

ojaxuri dzaladoba

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, ოჯახში ძალადობის საქმეებზე 2017 წელს, 11 თვის მონაცემების მიხედვით, 1180  ადამიანის წინააღმდეგაა დაწყებული.

სალომე შენგელიამ, პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა, აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გაახმიანა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ანგარიში მოისმინეს.

შენგელიას ცნობით, ოჯახში ძალადობის საქმეებზე დაწყებული გამოძიებების სტატისტიკა ასეთია:

2014 წელს- 550 ადამიანის მიმართ

2015 წელს -1066 ადამიანის მიმართ

2016 წელს – 1356 ადამიანის მიმართ

2017 წელს [11 თვის მონაცემი] – 1180 ადამიანის მიმართ

“სტატისტიკური ანალიზის შედეგადაც ჩანს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება არის გაორმაგებული წინა წლებთან შედარებით. ეს არ არის დაკავშირებული იმასთან, რომ ძალადობამ იმატა, არამედ ჩვენ ვხსნით, რომ მომართვიანობა საზოგადოების ცნობიერების კამპანიების შედეგად არის გაზრდილი და ეფექტიანი, რეაგირებაც არის გაზრდილი, როგორ შსს-ს, ასევე პროკურატურის მიერ”, – განაცხადა სალომე შენგელიამ

 

 

წყარო: ნეტგაზეთი

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register