სტუდენტური შეკრება რეგიონალურ კონფერენციაზე

regionaluri konferencia

25 ნოემბერს თბილისში ,თბილისის რეგიონალური კონფერენცია გაიმართება ,რომელიც კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური სტუდენტური შეკრებაა, სადაც ასობით თავსუფლად მოაზროვნე ახალგაზრდა გაერთიანდება. სხვადასხვა ქვეყნიდან სპეციალურად მოწვეული კომპეტენტური მომხსენებლები ისაუბრებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და შეაფასებენ პოლიტიკურ-ეკონომიკურ კლიმატს.

შალალა ამირჯანოვა მარნეულელი სტუდენტია, რომელმაც ღონისძიების შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით შეიტყო, დაინტერესდა და ხვალ კონფერენციას დაესწრება.

ორგანიზაცია „ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის“ ეროვნული კოორდინატორი ლიზა კაციაშვილი ამბოს, რომ რეგიონალური კონფერენცია არა მხოლოდ თბილისში არამედ, მთელი ევროპის მასშტაბით ხორციელდება.  საქართველოში კი წელს მეოთხედ ტარდება, აქტივობა გასულ წელს მაღალი იყო წელს კი უფრო მეტ დაინტერესებულ სტუდენტს ელიან.

2017 წლის რიგით მე-4 რეგიონალურ კონფერენციაში მონაწილეობა თავისუფალია, ყველა მონაწილეს გადაეცემა სასწავლო მასალა, წიგნები და სამახსოვრო მაისურები.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register