მოსახლეობა საკრებულოს სხდომების ჩატარების შესახებ ინფორმაციას ერთი კვირით ადრე უნდა იგებდეს

sakrebulos sxdoma

24 ნოემბერს, მარნეულის მერიის მეექვსე მოწვევის საკრებულოს რიგგარაეშე სხდომა გაიმართა, რომელიც საკრებულოს აპარატის უფროსის ნინო ბერიძის თქმით, პირველი სხდომის გაგრძელება იყო.

პირველი საკრებულოს ჩატარების შეხვედრის შესახებ ინფორმაცია რადიო „მარნეულს” შეგვატყობინეს, თუმცა, მეორე რიგარეშე სხდომის შესახებ ჩვენი მედიისთვის არავის უთქვამს. მართალია, მედიასთან თანამშრომლობა მათ კეთილნებაზეა დამოკიდებული, თუმცა მარნეულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს რეგლამენტის 134 მუხლის მიხედვით -ცნობა საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ – შესაბამისი სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც უნდა მოხდეს.  როგორც ნინო ბერიძე ამბობს ,24 ნოემბერს ჩატარებული საკრებულოს სხდომა რიგ გარეშე იყო და დაჩქარებული წსით დაიგეგმა.

ინფორმაცია 24 ნოემბრის საკრებულოს სხდომის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, მარნეულის მერიის პიარისა და განყოფილების უროსის თქმით, დაახლოებით პირველ საათზე დაიდო. ფეისბუქ გვერდზე კი მოგვიანებით გააზიარეს.

ახმედ იმამყულიევი მეექვსე მოწვევის საკრებულოს ერთ-ერთი დეპუტატია, რომელმაც 24 ნოემბრის საკრებულოს სხდომის შესახებ ინფორმაცია სწორედაც , რომ საკრებულოს აპარატის უფროსის ნინო ბერიძის შეტყობინებით წინა დღეს, 23 ნოემბერს გაიგო.

საკრეულო სხდომების შესახებ  მოსახლეობის ინფორმირება, ბერიძეს თქმით მათ კონპეტენციაში შედის. კანონონის პარგლებში 7 დღით ადრე უდა მოხდეს ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის.

ბერიძის აზრით,  საკრებულოს სხდომების შესახებ ინფორმაციის ატვირთვა თვითმმართველობის ოფიციალურ ვებ გვერდზე გონივრულ ვადაში ხდება marneuli.gov.ge-ზე. თუმცა ამავე საიტს, რომ ვესტუმროთ და განცხადებებს გდავხედოთ, ვნახავთ, რომ 20 ნოემბერს ჩატარებული მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომის შესახებ განცხადება იმავე დღეს,  დაიდო.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ისურისტის, თამთა კახიძის თქმით ,საკრებულო ვალდებულია მაქსიმალურად უზრუნველყოს საზოგადოების ჩართულობა. დაგეგმილი საკრებულოს სხდომის შესახებ კი ინფორმაციის მიწოდება 2, 3 დღით ადრე საკმარისი არაა და როგორც მარნეულის საკრებულოს რეგლამენტშიცაა გაწერილი ეს შვიდი დღით ადრე უნდა ხდებოდეს. 

საკრეულო 1

Caააააააა

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register