სამი მარნეულელის სამი წარმატება

24-26 ნოემბერს საბრძოლო სახეობა „ალპაგუთ თურანის“ მსოფლიო თასის შეჯიბრი ჩატარდა. შეჯიბრი ბაქოს სპორტულ-ოლიმპიურ ცენტრ „სერჰედჩში“ ჩატარდა, მასში მონაწილეობა 15 ქვეყნის წარმომადგენელმა 300-მდე სპორცმენმა მიიღო. მათ შორის იყვნენ საქართველოს წარმომადგენლებიც.
მარნეულელმა სპორცმენმა ელმარ მამედოვმა 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში დაამარცხა აზერბაიჯანის,ყაზახეთის და ირანის სპორცმენები და ოქროს მედალი მოიპოვა. ასევე მარნეულელმა სპორცმენმა ელნურ კულიევმა 75 წონით კატეგორიაში II, გიას საფაროვმა კი 30 კილოგრამ წონით კატეგორიაში III ადგილი მოიპოვა და თავისი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა.
ალპაგუთ ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა ფაიგ მამედოვმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა რომ მას თავისი მოსწავლეების გამარჯვება არ სჯეროდა
ფაიგ მამედოვმა ასევე თქვა რომ იგივე სტილის საბრძოლო სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატი 2018 წელს ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღებასაც აპირებენ.
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments