1990-იანი წლებიდან 2014 წლამდე 31000 გოგონა არ დაიბადა

გოგოები

გენდერული თანასწორობის გაძლიერება ქვემო ქართლში- საკომუნიკაციო კამპანია იწყება, რომლის ფარგლებშიც დღს, 27 ნოემბერს  მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბილიოთეკაში ფოტოგამოფენა მოეწყო , სადაც დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ დაეთვალიერებინათ დინა ოგანოვას დოკუმენტური ფოტოპროექტი „გოგონა დაიბადა“ პროექტი თბილისში, კახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრები იმ ოჯახების შესახებ გვიამბობდა, რომელთაც მხოლოდ გოგონები ჰყავთ. საკომუნიკაციო კამპანია ვაჟიშვილისათვის უპირატესობის მინიჭების პრევენციასა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებას ისახავს მიზნად და ნაწილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული გლობალური პროგრამისა „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის“, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ საქართველოს ხუთ ქვეყანაშია.  გაეროს მოსახლეობის ფონდის(UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე ამბობს, რომ: „კამპანიის მიზანია თავიდან ავიცილოთ საზიანო პრაქტიკა, რომელიც გულისხმობს გენდერული ნიშნით სქესის შერჩევას ბიჭებისბ სასარგებლოდ. დაბადებული ბიჭების რაოდენობა ხელოვნურად იზრდება ,ხოლო დაბადებული გოგონების რაოდენობა მცირდება. საქართველოში 90 -იანი წლებიდან დაწყებული ეს პრაქტიკა იჩენს თავს, რამაც ეს დარღვეული მაჩვენებელი გამოიწვია და მთელი ამ ხნის განმავლობაში გაცილებით მეტი ბიჭი იბადებოდა ვიდრე ეს ნორმის ფარგლებში უნდა ყოფილიყო და სტატისტიკური მონაცემების მიხედვით დაახლოებით 90-იანი წლებიდან 2014 წლამდე 31000 გოგონა არ დაიბადა. საზოგადოებისთვის გავლენა არის უზარმაზარი და ეს არის გენდერული დისკრიმინაციის უკიდურესი გამოვლინება და მას აქვს ძალიან დიდი გავლენა ჩვენს მომავალ თაობებზე და ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, რაც გამოიწვევს შობადობს შემცირებას, ძალადობის ზრდას და ქალების მეტ დისკრიმინაციას. მნიშვნელოვანია, რომ ეს პრობლემა გავაცნობიეროთ და დავიწყოთ საზოგადოებასთან კომუნიკაცია , იმისათვის , რომ ის ტერეოტიპები რაც საფუძვლად უდევს ვაჟისათვის უპირატოსების მინიჭებას გავაქარწყლოთ და შევცვალოთ საზოგადოების დამოკიდებულება და ქცევა”

 ტრენინგი

 

 

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register