აზერბაიჯანის საელჩოში საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ სპორტსმენებთან შეხვედრა გაიმართა
ფოტო :azertag
27 ნოემბერს, აზერბაიჯანის საელჩოში საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელ სპორტსმენებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ,ევროპის ჩემპიონი კარატეში გარდაბნელი ქამალა მამედოვა, ახალგაზრდების შორის ბოქსში ოქროსმედალოსანი, საჰილ ალახვერდიევი, ასევე მწრთვნელები და სხვადასხვა დარგის სპორტსმენები.
დღევანდელ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ნავერიანი. ქვემო-ქართლის მაჟორიტარი დეპუტატები:რუსლან გაჯიევი, თამაზ ნავერიანი. ქვემო-ქართლის გუბერნატორის თანაშემწე ზაურ დარგალი -წერს აზერთაჯი
აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დურსუნ გასანოვმა აზერბაიჯანის წარმატებებზე ისაუბრა სპორტის დარგში , ქვეყნის ცნობადობის გაზრდა აზერბაიჯანში ჩატარებული სპროტული ღნისძიებებით: პირველი ევროპის თამაში, მე-4-ე ისლამის თამაშები, ფორმულა I.
ელჩმა ხაზი გაუსვა aზერბაიჯანის ნავთობკორპორაციის (სოკარ-ის) როლს სპორტის განვითარებაში. ნავთობკორპორაცია საქართველოშიც უწევს სპონსორობას რამოდენიმე სპროტის ფედერაციას.
შეხვედრას დამსწრე „სოკარის“ პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევმა სპორტსმენებთან გამოსვლისას აღნიშნა, რომ სოკარი მხოლოდ აზერბაიჯანის არ არის, საქართველოშიც უცყობს ხელს კომპანია განათლების და სპორტის განვითარებას. მისივე თქმით, ნავთობკაპიტალი ადამიანურ კაპიტალში უნდა გადაიზარდოს, წერს აზერთაჯი.
სპორტსმენებს გადაეცათ სიგელები, ფულადი კონვერტები და საჩუქრები.
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments