სოფლებში გოგონების სიმცირის გამო მათი ცოლად მოყვანა დასწრებაზეა-ოლგა ენდელაძე

gogoebi

გენდერული თანასწორობის გაძლიერება ქვემო ქართლში- ამ სახელწოდებით  საკომუნიკაციო კამპანია იწყება, რომლის ფარგლებშშიც გუშინ მარნეულში ფოტოგამოფენა  გაიმართა.სადაც დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ დაეთვალიერებინათ დინა ოგანოვას დოკუმენტური ფოტოპროექტი „გოგონა დაიბადა“.

საკომუნიკაციო კამპანია ვაჟიშვილისათვის უპირატესობის მინიჭების პრევენციასა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. გაეროს მოსახლეობის ფონდის(UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ იმ სტატისტიკურ მონაცეებს გაუსვა ხაზი, რომლის იხედვითაც 90-იანი წლებიდან 2014 წლამდე საქართველოში 3100 გოგონა არ დაიბადა.

საბინა ტალიბოვა მარნეულში არასამთავრობო სექტროში წლებია აქტიურად მუშაობს. მას საპასუხისმგებლო წოდებაც მიენიჭა- აქტიური მარნეულელი ქალი. ის ახლა 3 გოგონას დედაა. და თავისი მუშაობით და მაგალითით ამსხვრებს სტერეოტიპებს ,რომლებიც წლების განმავლობაში არის დამკვიდრებული, ისე რომ ქალის საქმე არის ოჯახი და ქალმა ოჯახს ვაჟისშვილი უნდა გაუჩინოს.

„ჩვენ ოჯახში არასდროს დამდგარა სელექციის საკითხი. არც ოჯახის საახლობლოში. რა თქა უნდა ,იყვნენ ისეთებიც ვინც ამბობდა, რომ ბიჭიც რომ გყოლოდათ კარგია, მაგრამ ჩვენ ოჯახში ეს თემა აქტუალური არასდროს ყოფილა“

საბინა თავადაც მრავალშვილიან ოჯახიდანაა . ოჯახში ოთხი დანი იყვნენ და მეხუთე ბიჭი გაჩნდა. საბინა ამბობს, რომ ეს სპეციალურად დაგეგმილი არ ყოფილა.

ასევე აქტიური არსამთავრობოელი, ქალთა უფლებების დამცველი – ოლგა ენდელაძემ დაუგეგმავად  გააჩინა სამი ბიჭი და სამი ტყუპი გოგო.

საბინა ტალიბოვა  საკუთარ გარემოცვაში არ შეხვედრია ადამინებს, ვინც სელექციის მიხედვით გოგონების გაჩენაზე უარს იტყოდა. პირიქით ისეთი შემთვევებიც იცის, სადაც ბიჭის გაჩენა არ სურდათ.

ოლგა ენდელაძე ადრეული ქორწინების თემატიკაზე არა ერთი შეხვედრა  აქვს ჩატარებული  მარნეულის სოფლებში ამბობს რომ, სტატისტიკა პრობლემას ისედაც ასახავს  და შეხვედრების დროს გოგონების ადრეულ ასაკში გათხოვებაზე სოფლის მაცხოვრებლებს თავისებური შეხედულება

 

ჩვენ მარნეულში ადგილობრივები გამოვკითხეთ  სელექციურ აბოტრების საკითხზე . დასმულ კითხვაზე -იციან თუ არა, რომ საქართველოში 31 000 გოგონა არ დაიბადა და რატომ ხდება ხშირ შემთხვევაში გენდერული ნიშნისთ სქესის შერჩევა ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უმეტესად ქალებმა იაქტიურეს.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე ამბობს, რომ სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც საქართველოში 31000 გოგონა არ დაიბადა  საზოგადოებისთვის  დიდ გავლენას ახდენს: ” ეს არის გენდერული დისკრიმინაციის უკიდურესი გამოვლინება  მას აქვს ძალიან დიდი გავლენა ჩვენს მომავალ თაობებზე და ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, რაც გამოიწვევს შობადობს შემცირებას, ძალადობის ზრდას და ქალების მეტ დისკრიმინაციას. მნიშვნელოვანია, რომ ეს პრობლემა გავაცნობიეროთ და დავიწყოთ საზოგადოებასთან კომუნიკაცია , იმისათვის , რომ ის სტერეოტიპები რაც საფუძვლად უდევს ვაჟისათვის უპირატოსების მინიჭებას გავაქარწყლოთ და შევცვალოთ საზოგადოების დამოკიდებულება და ქცევა”

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register