ტენდერი, რომელიც მარნეულის N1 საჯარო სკოლის მშენებლობისთვის გამოცხადდა ჩაიშალა
მარნეულის N1 საჯარო სკოლის მშენებლობისთვის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 2017 წლის აგვისტოში გამოაცხადა ტენდერი. ტენდერის ღირებულება შეადგენდა 1`388`490.00 ლარს. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილის გიორგი თინაძის თქმით : “მარნეულის N1 საჯარო სკოლის ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით. მონაწილეობდა 4 პრეტენდენტი და ყველას მიენიჭა დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო. განმეორებით ტენდერი მარნეულის N1 საჯარო სკოლის მშენებლობისთვის მომდევნო კვირაში გამოცხადდება”
სკოლის დირექტორის ქეთევან მერაბიშვილის თქმით , 1930 წლის შემდეგ სკოლაში არანაირი სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა, თავადვე ამბობს, რომ იქ სწავლა შეუძლებელი იყო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამი-ოთხი წლის წინ მიმართეს. ამ დროისთვის სკოლის მოსწავლეები მარნეულის N8 საჯარო სკოლაში სწავლობენ.
რადიო “მარნეული”
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments