მარნეულის სოფლების ნაწილს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება

qaz-tebii-6

“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ „წითელი ხიდი – გარდაბნის“ 18-კილომეტრიანი, DN-700 მმ-იანი, ახლად აშენებული მონაკვეთის მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრის სამუშაოებს ახორციელებს.

როგორც „ინტერპრენსიუსს“ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან“ აცნობეს, აღნიშნული უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენის გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, მომხმარებლების უწყვეტ და საიმედო გაზმომარაგებას.

თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 2017 წლის 29 ნოემბერს, 09:00-დან 15:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება მარნეულის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: არაფლო, აღამედლი, ახალი მამუდლო, ახლოლალო, ბაითალო, ბუდიონოვკა, ხუდლარა, ხიხანი,იმირი, შაუმიანი, წითელი სოფელი, სეიდხოჯალი, დაშთაფა, თექალი, დამია-გიაურარხი, ქესალო, კაჩაგანი, კიროვკა, მოლაოღლი, დამია, ლეჟბადინი, შულავერი, დიდი მუღანლო, იმირჭალა, კარიხლო, ზემო სარალი, ენიქენდი, ბურმა, სადახლო, ყულარი, ქვემო სარალი, აზიზქენდი, ალგეთი, ბაიდარი, გაჯისაქენდი, თაზაქენდი, საბირქენდი, ქუთლიარი, ხუტორლეჟბადინი.

interpressnews.ge

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register