საკრებულოს საწვავისა და სასაუბრო ბარათების ლიმიტის დაწესებაზე დღეს იმსჯელებენ

sakrebulos sxdoma

მარნეულის მუნიციპალიტეტის რიგგარეშე სხდომა  დღეს 16:00 საათზე გაიმართება.

ანონსი საკრებულოს რიგგარეშე სხდომის შესახებ ინფორმაცია მუნიციპლაიტეტის საიტზე 28 ნოემბერს განთავსდა.  საიტის მონაცემებით ინფორმაცია 7 ინტერნეტ მომხმარებელმა ნახა.

51 მუხლის, “რიგგარეშე სხდომის მოწვევის”  თანახმად საკრებულოს თავმჯდომარე მოთხოვნის წარდგენიდან სამი დღის ვადაში აქვეყნებს ცნობას რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ და მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში იწვევს საკრებულოს რიგგარეშე სხდომას ან მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან სამი დღის ვადაში აქვეყნებს მოტივირებულ უარყოფით პასუხს.

დღის წესრიგი ასევე განთავსებულია საიტზე. და ამ დროისთვის ამ ინფორმაციის მნახლევების რაოდენობა 71

დღის წესრიგით მიხედვით დღეს  დეპუტატები განიხილავენ შემდეგ საკითხებს:

  1. ფრაქცია ,,ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისათვის“ დაფუძნების შესახებ.

/მომხს. რიჩარდ გიგანი/

  1. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ.

/კომისიების თავმჯდომარეები/

  1. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის საწვავისა და სასაუბრო ბარათების ლიმიტის დაწესების შესახებ

/მომხს. რ. ტაბატაძე/

  1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისათვის საწვავისა და სასაუბრო ბარათების ლიმიტის დაწესების შესახებ.

/მომხს. რ. ტაბატაძე/

  1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 20 ნოემბრის N03/12964 წერილის განხილვის შესახებ.

/მომხს. გ. გიორგაძე/

თვითმართველობის კანონის 118 მუხლის  “საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობის წესი” თანახმად: 

1. ნებისმიერ პირს უფლება აქვთ წინასწარი ნებართვის გარეშე დაესწროს საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის ღია სხდომებს.

2. საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომის დარბაზში უნდა იყოს გამოყოფილი ადგილები სხდომაზე დასწრების მსურველ მოქალაქეებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ მსურველთა რაოდენობა მეტია გამოყოფილ ადგილების რაოდენობაზე, საკრებულოს აპარატი ვალდებულია უზრუნველყოს სხდომის ტრანსლაცია ან მათ ხელთ არსებული იმ ტექნიკური საშუალებების გამოყენება, რომელიც სხდომაზე დასწრების მსურველებს საშუალებას მისცემს მოუსმინონ სხდომის მსვლელობას.

3. საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე პირს წინასწარი ნებართვის გარეშე, მაგრამ მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობით უფლება აქვს ამ რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილი წესით და რეგლამენტის 59-ე მუხლით დადგენილი სიტყვით გამოსვლის ხანგრძლივობის დაცვით დასვას შეკითხვები მომხსენებელთან და თანამომხსენებელთან, გააკეთოს განმარტება, განცხადება, ინფორმაცია ან მიმართვა.

4. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ორგანიზაციების, იურიდიული პირების და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენელს უფლება აქვს გამოვიდეს მომხსენებლად ან თანამომხსენებლად, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე საკითხის განხილვის დებატებში. ამ უფლების გამოსაყენებლად თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული ამომრჩეველი, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ორგანიზაციების, იურიდიული პირების და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენელი ვალდებულია სხდომამდე 2 დღით ადრე მაინც წერილობით მიმართოს საკრებულოს აპარატს.

5. საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე (მონაწილე) პირი ვალდებულია დაიცვას ამ რეგლამენტის 65-ე მუხლით დადგენილი სხდომაზე წესრიგის დაცვის წესები.

6. ყველას აქვს უფლება ვინაობის მითითებით ან მის გარეშე საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიას, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფს, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებს წარუდგინოს საკუთარი მოსაზრება მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხებთან დაკავშირებით.

 

 

134 მუხლის მიხედვით -ცნობა საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ – შესაბამისი სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც უნდა მოხდეს.  როგორც ნინო ბერიძე ამბობს ,24 ნოემბერს ჩატარებული საკრებულოს სხდომა რიგ გარეშე იყო და დაჩქარებული წსით დაიგეგმა.

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register