“წერილი სახალხო დამცველს” – კონკურსი სკოლის მოსწავლეებისათვის

saxalxo damcveli

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს კონკურსს „წერილი სახალხო დამცველს“. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქვემო ქართლის, სამეგრელოს, გურიის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის საჯარო სკოლების ყველა მე–10, მე–11 და მე–12 კლასის მოსწავლეს.

კონკურსის მეშვეობით მათ ეძლევათ შესაძლებლობა საქართველოს სახალხო დამცველს პირადად მისწერონ წერილი გენდერული თანასწორობის თემატიკაზე:

• გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები;

• ადრეულ ასაკში ქორწინება;

• ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა;

• ქალი და პოლიტიკა;

• გენდერული სტერეოტიპები;

წერილი უნდა ეხებოდეს გენდერულ საკითხებს და ასახავდეს მოსწავლეების ხედვას არსებული გამოწვევებისა და მათი შესაძლო გადაჭრის გზების თაობაზე. წერილის გამოგზავნა, ქართულის გარდა, ასევე, შესაძლებელია სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. კონკურსის მონაწილეებმა წერილები (მაქსიმუმ 500 სიტყვა) უნდა გააგზავნონ 2017 წლის 28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს სახალხო დამცველის ელექტრონულ მისამართზე letter@ombudsman.ge. ასევე, შესაძლებელია სახალხო დამცველის რეგიონულ ოფისებში მიტანა შემდეგ მისამართებზე:

• ქვემო ქართლის ოფისი: მარნეული, რუსთაველის N51

• სამცხე-ჯავახეთის ოფისი: ახალქალაქი, ჭავჭავაძის N4

• სამეგრელოს სამმართველო: ზუგდიდი კოსტავას N58

• კახეთის ოფისი: თელავი, ჩოლოყაშვილის N3

• გურიის ოფისი: ოზურგეთი, ჭავჭავაძის 14

კონკურსი ტარდება პროექტის ,,გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register