GIPA-ს პროექტის ფარგლებში მიღწეული შესაძლებლობები

gipa

28 ნოემბერს თბილისში  GIPA-ს პროექტის “მულტიმედია უნარები, მულტიკულტურულ რეგიონებში”  დაჯილდოება გაიმართა ,სადაც ორ მარნეულელს ჯიპაში უფასო სწავლების შესაძლებლობა მიეცა.

ერთი წლის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რამდენიმე სოფელში დაინტერესებულ მოსწავლეებს შეეძლოთ დასწრებოდნენ ჯიპას მიერ განხორციელებულ სასწავლო ტრენინგებს, რომლის ფარგლებშიდაც მულტიმედია ჟურნალისტიკას სწავლობდნენ.

მოსწავლეებს ფილმების მომზადება დოკუმენტურ სტილში დაევალათ. პროექტის შემაჯამებელ შეხვედრაზე წარმოადიგეს და გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ. ჯიპაში უფსო სწავლის შესაძლებლობა 4 მოსწავლეს მიეცა, აქედან ორი მარნეულიდანაა.

მარნეულის რაიონის სოფელ ხანჯიგაზლოდანაა ნამიგ აბდულაევი, რომელმაც პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე ფილმი სახელწოდებით „ჩემი სოფელი“ წარმოადგინა. ნამიგი ახლა 17 წლისაა ძალიან უხარია, რომ შსაძლებლობა აქვს სკოლის დასრულების შემდეგ ჯიპაში უფასოდ გააგრძელოს სწავლა.

38719452111_5348c09956

მარნეულის რაიონის სოფელ  ქვემო სარალიდანაა მეთერთმეტე კლასის მოსწავლე სემა გასანოვა, რომლსაც ფილმი „ჩემი ქართულის მასწავლებელი“ ჰქონდა წარმოდგენილი. მისთვის სიურპრიზი მოულოდნელი იყო.

38719451851_cabb78aaa7

მარნეულის გარდა ორი მოსწავლეს სამცხე ჯავახეთიდანაა, რომლებისთვისაც ჯიპაში სწავლა უფასო იქნება.

GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლის დეკანმა , ნინა ივანიშვილმა პროექტი მნიშვნელოვნად შეაფასა

პროექის დასკვნით ღონისძიებაზე ასევე პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ. მარნეულიდან პირველი ადგილი რასულ ასკეროვმა აიღო მას მობილური, შტატივი და მიკროფონი გადაეცა.

38719451551_3f4a0348d5

GIPA-ს პროექტი “მულტიმედია უნარები, მულტიკულტურულ რეგიონებში” უკვე ერთი წელია ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ხორციელდება, რომელიც სწავლების სამ ეტაპად იყო დაყოფილი.

(GIPA)  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტია , რომელიც  1994 წელს დაარსდაუნივერსიტეტის ოთხი სკოლა გთავაზობთ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის პროგრამებს, ასევე ტრენინგ კურსებს საზოგადოებრივი საქმეების, ადგილობრივი მმართველობის, ჟურნალისტიკის და სამართლის განხრით, ისევე როგორც  სადოქტორო პროგრამას სოციალურ მეცნიერებებში.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register