მითითების ოქმს და შემოწმების აქტს ამიერიდან მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ეწერება

gamg

მარნეულის მეექვსე მოწვევის საკრებულოს მეორე რიგგარეშე სხდომა დღეს, 29 ნოემბერს გაიმართა.

სხდომაზე განხილული მეხუთე საკითხი მარნეულის მერის წერილს შეეხებოდა. მერის წერილი საკრებულოს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ გააცნო.

ძირითადი მოთხოვნა, რაც მერის წერილში იყო განხილული ზედამხედველობის სამსახურის, მითითების ოქმის ფორმისა და შემოწმების აქტის ფორმის ცვლილებას შეეხებოდა. დადგენილებით დამტკიცებულ ფორმებზე მითითებული იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მერის მოთხოვნით კი ეს ფორმულირება  შეიცვალა და ამიერიდან მითითების ოქმებსა და შემოწმების აქტებზე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია იქნება დატანილი.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register