მარიხუანას მოხმარებაზე სისხლის სამართლებრივი წესით აღარავინ დაისჯება – ახალი გადაწყვეტილება

სარჩელის ავტორი მოქალაქე გივი შანიძე იყო. იგი სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ჩანაწერს ასაჩივრებდა, რომლითაც დასჯადი იყო მარიხუანას მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე. გივი შანიძის ინტერესებს სასამართლოში „გირჩის“ წარმომადგენელი იაგო ხვიჩია იცავდა.
მარიხუანას მოხმარებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა 2015 წელს გაუქმდა ბექა წიქარიშვილის გახმაურებულ საქმის შემდეგ, თუმცა აქამდე ეს გადაწყვეტილება მხოლოდ 60 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას ეხებოდა.
დღეს, 30 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაში მარიხუანას ოდენობა ნახსენები აღარ არის.
მარიხუანას მოხმარებაზე პირს შესაძლებელია მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისროს.
წყარო: ნეტგაზეთი
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments