მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზება მოხდა

dekriminalizacia

საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის სისხლისსმართლებრივი პასუხიმგებლობის გამოყენება არაკონსტიტუციურად ცნო. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. კონსიტუტიიც ამ მუხლს ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი, სადაც ნათქვამია რომ  “ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებად” მარიხუანის მოხმარება ითვლება. ჩვენ დავინტერესდით რას ფიქრობენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ადგილობრივები, უმრავლესობა თვლის რომ მარიხუანის მოხმარებაზე განაჩენი არ უნდა დგებოდეს.

მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების განმეორებით მოხმარება ისჯება თავისუფლების აღკვეთით – ვადით 1 წლამდე. 2017 წლის 30 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქის გივი შანიძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register