კიროვკის სკოლის მდგომარეობით იაპონიის საელჩო დაინტერესდა

იაპონია

სოფელ კიროვკის სკოლა უკვე 54 წელია ფუნქციონირებს, ამ წლების განმავლობაში სკოლას არანაირი სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებია. საკლასო ოთახებს განვლილი წლების კვალი ამჩნევია, სკოლა ავარიულ მდომარებობაშია.

დაბზარული კედლები, ნახევრად დაშლილი იატაკი ამ მდგომარეობაში უწევთ მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესზე დასწრება,. როგორც  სკოლის დრექტორი ხაზეინ მუსაევი ამბობს,  10 საკლასო ოთახი აქვთ, აქედან კი 6 კლასშია შესაძლებელი გაკვეთილების ჩატარება, ამიტომ ბავშვებს კლასის სიმციის გამო ორ ცვლაში უწევთ სიარული. თავადვე ამბბს, რომ ახალი სკოლის შენობა აუცილებლათ ექნებათ.

კოროვკის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამი პატარა შნობა დგას, რომლებიც ავარიულ მდგომარეობაშია. არასამთავრობო ორგანიზაცია „უღრუბლო ცა“ წარმომადგენელი ლევან ბუჩუკური ამბობს, კიროვკის სკოლის მშენებლობისთვის იაპონიის საელჩოა დაინტერესებული, შენობების მდგომარეობა შესწავლილი აქვთ და ახალი სკოლის მშენებლობასაც გეგმავენ.

სკოლის დირექტორის თქმით ახალი სკოლის შენობა მარტის თვეში ექნებათ, თუმცა ამდოისთვის იქ არანაირი სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს.

კიროვკა, მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

სოფლის სკოლას ახლა 90 მოსწავლე ჰყავს, რომლებსაც იქ მხოლოდ ცხრა კლასის განათლების მიღება შეუძლიათ. თორმეტი კლასის დასამთავრებლად კი დირექტორის თქმით ბავშვები უმეტესესად ახლო სოფლებში, დამია გიურარხსა და სადახლოში შეუძლოს სკოლებში მიდიან.

22768159_10214594480326422_740562325_o22766767_10214594480366423_861096226_o22751283_10214594478726382_440282474_o-1280x720 (2)

ფოტოები აღებულია: “ნეტგაზეთიდან”

 

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register