ზაურ ტაბატაძემ პირველი მოადგილის პოსტი შეინარჩუნა

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა მერიის თანამშრომლებს მოადგილეები წარუდგინა.
მერმა პირველ მოადგილედ ზაურ ტაბატაძე დაასახელა, მეორე მოადგილის ადგილი კი ლაშა ლობჯანიძემ დაიკავა. რაც შეეხება მესამე მოადგილეს მისი ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
ზაურ ტაბატაძე წლების განმავლობაში მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ლაშა ლობჯანიძეს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი ამ დრომდე ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსად მუშაობდა.
ეს ინფორმაცია ჩვენთვის მარნეულის მუნიციპალიტეტის ფეისბუქ გვერდიდან გახდა ცნობილი.
ჩვენ ვეცადეთ თემურ აბაზოვთან დაკავშირება, რათა გაგვერკვია თუ რა პრინციპით შეარჩია მან მოადგილეები. თუმცა ამ დროისთვის ჩვენ ზარებს არ უპასუხა.
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments