გახმაურებული მოვალეობის შესრულება და მოკრძალებული ოფიციალური დანიშვნა

აიაზ მამედოვი „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში“ ქვემო ქართლში ოფიციალურად 21 ნოემბერს გახდა.

აიაზ მამედოვი ამ თანამდებობაზე თავდაპირველად მოვალეობის შემსრულებლად 5 თვის წინ დაინიშნა, მაგრამ სამუშაო ადგილი რამოდენიმე დღეში დატოვა. ვაკანტურ ადგილზე კონკურსი სამინისტრომ აგვისტოში გამოაცხადა და შვიდი კანდიდატიდან ისევ აიაზ მამედოვი შეარჩიეს. მამედოვის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ცნობილი  მარნეულში ახლადამოქმედებული საინფორმაციო საიტის მეშვეობით გახდა. საიტის ხელმძღვანელი აიაზ მამედოვის მამაა.

როგორც კი რადიო „მარნულისათვის“ აიაზ მამედოვის დანიშვნის შესახებ გახდა ცნობილი, ვცდილობდით მასთან დაკავშირებას და ინტერვიუს აღებას. ზუსტად ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ვუკავშირდებოდით სამინისტროს პრესსამსახურს და ვთხოვდით აიაზის ჩაწერას. როგორც პრესსასახური გვეუბნებოდა მამედოვი ინტერვიუზე  თანახმა არ იყო. დღეს, ჩვენ მას პირადად დავუკავშირდით, სამი საათის შემდეგ კი მამედოვი ინტერვიუზე დაგვთანხმდა.

თუ რა გეგმები აქვს მამედოვს ამის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ

ასევე აიაზის თქმით ის ინტენსიურად იმუშავებს რეგონში მომუშვე მედიასაშუალებებთან და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს პირნათლად და პასუხისმგებლობით შეასრულებს.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register