ამერიკელის პარკის მოწყობის ინიციატივას მარნეულის მერიამ არ უპასუხა

park

42 წლის ამერიკელი რაინ სმიტი ექვსი წელია რაც მარნეულში ცხოვრობს. აქ საკუთარი საქმე აქვს,ხალიჩების ბიზნესით არის დაკავებული.

რაინ სმიტს 3 წლის შვილი ჰყავს. იგი ამბობს, რომ ბავშვების  გასართობად მარნეულში ადგილი არ არის. ამის გამო კი შვილი თბილისში ან ბოლნისში მიჰყავს ხოლმე.

რა საჭიროა რომ იყოს მდიდრული, ან ძალიან დიდი? მთავარია საქანელები და სასრიალოები იყოს . სხვა რაიონებში არის ასეთი საბავშვო პარკები. მე თბილისში ან ბოლნისში მიწევს შვილის წაყვანა. მაგრამ ქალაქში არიან ოჯახები ვისაც არ აქვს ამის საშუალება, რომ ატარონ შვილები. ამხელა ქალაქში რატომ არ უნდა იყოს ასეთი ადგილები?

მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად გადაწყვიტა მარნეულისთვის პარკი საკუთარი სახსრებით გააკეთოს, ნებართვის მისაღებად კი ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მიმართა.

რეალურად ქალაქში არ დარჩა თავისუფლი ადგილი, რომ ახალი პარკი აშენდეს. მაგრამ ჩვენ ვიფიქრეთ რომ ჯავახიშვილის სკვერი, მცირე მონაკვეთზე მოვაწყოთ საბავშვო ატრაკციონები და დასასვენებელი ადგილი. გავზომეთ, გავითვალისწინეთ ის რომ არც ერთი ხის მოჭრა არ გახდეს აუცილებელი.

მისი თქმით, პარკის მოწყობისათვის დაახლოებით 30-35 ათასი დოლარია საჭირო. იმისთვის რომ ეს პროექტი განეხორციელებინა აგვისტოში ოფიციალურად  მიმართა ადგილობრივ მთავრობას, მაგამ პასუხი დღემდე არ  მიუღია.

“ეს შეთავაზება ჯერ კიდე ძალაშია. მე ძალიან ბევრი დრო დავხარჯე იმისთვის, რომ გეგმა შემედგინა, მასალებში გავრკვეულიყავი. რა ჯობ და როგორ. მე ჩემი ბიზნესიდან მზად ვარ 10 000 დოლარი ჩა ამ პარკის მშენებლობაში ,დანარჩენ თანხის მოძიების პირობასაც და გარანტიასაც ვიძლევი.”

ჩვენ მარნეულის მერის პირველი მოადგილეს დავუკავშირდით, რომელმაც აღნიშნა ,რომ თანამდებობაზე ახლახანს დაინიშნა და  ამ საკითხთან დაკავშირებით ორშაბათს გაგვესაუბრება.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register