ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის დაფარვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხორავას ქუჩაზე 1 დეკმებერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე უწყებამ კიდევ 3 პირი დააკავა. როგორც შსს–ში აცხადებენ,დაკავებულებს ბრალი დანაშაულის დაფარვაში ედებათ.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ თ.კ.-სთვის, ასევე, მისი შვილების – ლ.კ.-სა და მ.კ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ 2001 წელს დაბადებულმა, არასრულწლოვანმა გ.ჯ.-მ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, რაც სამართალდამცველებს არ შეატყობინა. შესაბამისად, მოქალაქე თ.კ. დაკავებულია დანაშაულის დაფარვისთვის.
რაც შეეხება მოქალაქეებს – ლ.კ.-ს და მ.კ.-ს, მათ მიმართ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და შესაძლოა, გაიზარდოს დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემ პირთა წრე” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რაც შეეხება კიდევ ორ დაკავებულს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ ხელი შეუწყეს ბრალდებულის მიმალვას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, სამომავლოდ არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიმართულებით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
წყარო:ნეტგაზეთი
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments