მოსწავლეების დაპირისპირების შემთხვევები მარნეულის სკოლებშიც ფიქსირდება

bavsvebii

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ფაქტი, რაც არასრულწლოვნების დაპირისპირებასა და თბილისის  51-ე საჯარო სკოლის 2 მოსწავლის გარდაცვალებას უკავშირდება  ბოლო დღეებია ამ ინციდენტზე მსჯელობა და შეფასებები აქტიურად მიმდინარეობს.

რადიო მარნეული დაინტერესდა თუ რამდენად ხშირია მარნეულის სკოლებშიი ბავშვების მიმართ აგრესია, ჩხუბი, რომლის გასარკვევადაც ჩვენ მარნეულის სხვადასხვა საჯარო სკოლის უფროსკლასელები გამოვკითხეთ.

ბავშვები ჩვენთან საუბრში ამბობენ, რომ მათ სკოლებშიი არასდროს მომხდარა რაიმე დაპირისპირება მოსწავლეებს შორის. თუმცა  მარნნეულის ერთ-ერთი სკოლის მანდატური ამბობს, რომ წლებია სკოლაში მუშაობს , ბევრჯერ ჰქონია შემთხვევა, როდესაც ბავშვებს ერთმანეთთან უკამათიათ, თუმცა სერიოზული დაპირისპირების მაგალითი არ ახსენდება. ამბობს, რომ ბავშვებისთვის სკოლაში აკრძალული ნივთიც შეუმჩნევიათ და შესაამისი ზომებიც მიუღიათ.

მარნეულის N1 საჯარო სკოლის დირექტორს, ქეთი მერაბაშვილსაც დაუფიქსირებია სკოლაში ბავშვების ურთიერთშელაპარაკების ფაქტი. უცხო მოსწავლეებიც შესულან მათ შენობაში და პოლიციისთვის მიმართვაც გამხდარა საჭირო

1 დეკემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკაშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და თქვა, რომ აუცილებელია საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოხდეს მანდატურების როლის გაძლიერება და ასევე მანდატურის სამსახურისა და სამართალდამცავ უწყებებს შორის კოორდინირებული მოქმედება.

მისივე თქმით, გააქტიურდება მუშაობა სკოლებში პრევენციული საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობებისსაზოგადოებრივი წესრიგის და სასკოლო დისციპლინის დაცვის, ბულინგისა და ძალადობის წინააღმდეგ.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register