9 წლის ბიჭის მამაცობა ძმების სიცოცხლის გადასარჩენად

goga

By Marneuli Youth Center

13 წლის გოგა ხახუნაშვილი ერთი წელია დედასთან და ხუთ და-ძმასთან ერთად მარნეულში ცხოვრობს. ხარაგაულში მისი მამაცობის ამბავი იციან, თუმცა გოგას მსგავსი საქცილის გამეორება აღარ სურს.  ცხრა წლის იყო, როდესაც საკუთარი სახლის ეზოში მდებარე მაღალი ძაბვის ბოძზე ძმების ჩამოსაყვანად აცოცდა. ბოძზე მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა, გოგამ ძმების გადარჩენა მოახერხა, თუმცა თვითონ მძიმე დამწვრობა მიიღო. ექიმებმა 9 წლის ბიჭის ზედა კიდურების ამბუტაცია მოახდინეს. ინციდენტის შემდეგ დედ-მამა ერთამანეთს დაშორდა, ასე აღმოჩნდა ხარაგაულის საჯარო სკოლიდან გოგა მარნეულის მეექსვსე სკოლაში. თუმცა, ამბობს რომ ხარაგაულში გატარებული დრო ენატრება.

გოგა შეყვარებულია, ინდოეთში მოგზაურობასა და დიდ სახლზე ოცნებობს.

გოგას შესახებ “მარნეულის ახალგაზრული ცენტრში” სოცლიალურ კლიპს იღებს. ცენტრის დირექტორის რენა ნურმამედოვას თქმით, შეზღუდული შესაძლებლობი მქონე პირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ოთხი მარნეულელის ისტორიას გავიგებთ. ისინი საკუთარი ცხოვრების წესით ყოველ დღე ამტკიცებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.

“საქართველოს სახალხო დამცველმა” შშმ პირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ შშმ პირთა განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, რეაბილიტაციის, შრომისა და დასაქმების, მისაწვდომობის, სოციალური დაცვის უფლებების სათანადოდ რეალიზების პრობლემა საქართველოში მწვავედ დგას.  გოგა ხახუნაშვილი ერთ-ერთია, ვინც ცდილობს არაადაპტირებული გარემო ისე მიიღოს რომ იქნებ წერა შეძლოს, თუმცა ამბობს რომ ამას ვერ ახერხებს. გოგა მერვე კლასშია და უკვე ოთხი წელია არაფერი დაუწერია.

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register