მკვლელობისთვის ძებნილი არასრულწლოვანი სამართალდამცველებს ჩაბარდა

dakaveba

 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი არასრულწლოვანი გ.ჯ. სამართალდამცველებს ჩაბარდა, წერია საზოგადობრივი არხის საიტზე.

გ.ჯ.-ს ბრალი განზრახ მკვლელობისთვის დაუსწრებლად გუშინ წაუყენეს.

ამასთან, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მას და კიდევ ერთ ბრალდებულ გ.ბ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის პროკურატურამ თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განზრახ მკვლელობის შესაძლო ფაქტზე ორი არასრულწლოვანი პირი – გ.ბ და გ.ჯ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.

შემთხვევა თბილისში, ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს მოხდა. არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებას ორი მოზარდი ემსხვერპლა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ დღეს კიდევ სამი პირი დააკავა.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register