მოქალაქის წერილზე მერიის პასუხგაუცემლობა კანონდარღვევაა

gamg

ამერიკელელმა რაიან სმიტმა მარნეულში საკუთარი სახსრებით საბავშვო მოედანის მოწყობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მარნეულში ჩამოვიდა და შვილის წაყვანა გასართობად ბოლნისში ან თბილისში უწევს. რაიანი  6 წელია მარნეულში ცხოვრობს, ის საართველოს მოქალაქეცაა.

რადიო მარნეულმა აღნიშნულ საკითხზე სიუჟეტი რამდენიმე დღის წინ მოამზადა, სადაც რაიანმა აღნიშნა, რომ საკუთარი ინიციატივის განსახორციელებლად წერილი ოფიციალურად მარნეულის მერიას გაუგზავნა, მათგან კი პასუხი თვეებია არ მიუღია.

რაიანის წერილზე პასუხგაუცემლობას მარნეულის მერის პირველი მოადგილე ზაურ ტაბატაძეც ადასტურებს.

როგორც ზაურ ტაბატაძე ამბობს ,პროექტის განხორციელებისთვის სამართლებრივი ფორმა ვერ მოიძებნა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავის 40,41 მუხლების თანახმად. საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა  41. მუხლის მიხედვით, საჯარო დაწესებულების უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ.

. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში პირს წერილობით განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების წესი, ასევე მიუთითოს ის სტრუქტურული ქვედანაყოფი ან საჯარო დაწესებულება, რომელთანაც წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას.

მიუხედავად საქართველოს ზოგად ადმინისრაციული კანონისა, რაიან სმიტს დღემდე არ მიუღია მერიიდან პასუხი, პროექტის განხორციელების თაობაზე.

თუმცა როგორც ჩვენთან საუბარში ამბობს, კიდევ ერთხელ მიმართავს მერიას. ამ პროექტოის განსახორციელებლად ბოლომდე იბრძოლებს და უკიდურეს შემთხვევაში ალტერნატიულ გზებსაც მოძებნის.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register