მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობის შეფასებას მარნეულის მერიიდან არავინ დაესწრო
დღეს თბილისში ადგილობრივი თვითმართველობის ინდექსის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მიხედვითაც 2017 წლის შდეგების გაცნობა მოხდა მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობის კუთხით. ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის კვლევაში ერთობლივ მონაწილეობას იღებდნენ ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო” , “მმართველობის სისტების განვითარების ცენტრი “და “იფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი”.
საქართველოს მუნიციპალიტეტების ერთიანი ეროვნული ინდექსის მიხედვით მარნეულის მუნიციპალიტეტი მეცხრე ადგილზეა. როგორც ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” დირექტორი ქეთი ხუციშვილი ამბობს “მუნიციპალიტეტებში გამჭვირვალობის კუთხით საკმაოდ ტრაგიკული ვითარებაა” ირაკლი კობახიძე ამბობს , რომ ადგიობრივი თვითმართველობის სფეროში უამრავი რამ არის განსახორციელებელი იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ სტანდარტებს.
ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” პროგრამის მენეჯერმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში პირველადაა ის, რომ მუნიციპალიტეტები ერთიანი კრიტერიუმების მიხედვით ცალ-ცალკე შეფასდა.
პრეზენტაციას ესწრებოდა სამოქალაქო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ზაურ ხალილოვი, რომელმაც აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტებისთვის გამჭვირვალობა ნამდვილად მნიშვნელოვანია.
მარნეულს გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით უსწრებს შემდეგი მუნიციპალიტეტები:
1.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი,
- თელავის მუნიცპალიტეტი
3.ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
4.ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
5.ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
6.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
7.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
8.სიღნაღის მუნიციპალიტეტი
გამჭირვალობის და ანგარიშვალდებულის თვალსაზრისით პირველ ადგილზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტია, ხოლო ბოლო ადგილზე ასპინძის მუნიციპალიტეტი.
პრეზენტაციას თბილისის მერი, კახი კალაძე და პარჭლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მედია და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.
დღევანდელ პრეზენტაციას არ ესწრებოდნენ მარნეულის მერიის წარმომადგენლები, თუმცა ყოფილი გამგებელი,მერაბ თოფჩიშვილი შეხვედრას დაესწრო.
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments