მარნეულის მერს ქალთა საჭიროებები გააცნეს

1

დღეს,  6 დეკემბერს მარნეულის მერს ქალთა საჭიროებები გააცნეს. პროექტ „ქალები ქალებისათვის“ ფარგლებში, ქალთა საბჭომ, ორი თვის განმავლობაში ჩაატარა შეეხვედრები მარნეულელ ქაალებთან და მათი საჭიროებები გამოავლინა. პროექტის მიზნების შესახებ ჩვენ „სამცხე-ჯავახეთის მედიაცენტრის“ დირექტორი მარინა კუპატაძე გვესაუბრა.

მარინა კუპატაძის თქმით, ნარჩენების მართვა, უპატრონო ძაღლები და სარწყავი წყლის პრობლემა ეს ის ძირითადი საკითხებია რომლებიც მარნეულელმა ქალებმა თემურ აბაზოვთან შეხვედრისას დაასახელეს. მარნეულის მერის თქმით, შეხვედრაზე დასახელებული პრობლემები მისთვის ძირითადადცნობილი იყო.

თემურ აბაზოვმა ასევე თქვა, რომ ამ პრობლემებზე მუშაობა მუნიციპალიტეტს უკვე დაწყებული აქვს და მათი ძირითადი ნაწილი 2018 წელს გადაიჭრება.

პროექტი „ქალები ქალებისათვის“ უკვე ექვსი თვეა რაც მიმდინარეობს. მას „სამცხე-ჯავახეთის მედიაცენტრი“ „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register