“საკრებულო კანონს ნაწილობრივ ასრულებს” – კოკა კიღურაძე

sakrebulos sxdoma

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კოდექსის 88-ე მუხლის თანახმად საკრებულოს დეპუტატი ვალდებულია ერთი წლის მანძილზე, არაუგვიანეს 1 ნოემრისა მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა მოაწყოს და წლიური ანგარიში გააცნოს. წლიური ანგარიშში გაწერილი უნდა იყოს რა დაგეგმილი პროექტები განხორციელდა ან პირიქით ვერ განხორცილედა და რა მიზეზებთან იყო ეს დაკავშირებული. ჩვენ ვესაუბრეთ მარნეულის მუნციპალიტეტის საკრებულოს ხუთივე კომიისის თავმჯდომარეს, თუმცა ჩვენთან კომენტარი მხოლოდ სამმა მათგანმა გააკეთა. რიჩარდ გიგანი, ნოდარ მთავრელიძე და რომან ტაბატაძე წლიური ანგარიშების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

ჩვენ ვესაუბრეთ ადგილობრივებსაც, გამოკითხულთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ საკრებულოს დეპუტატებს მათთვის წლიური ანგარიშები არ წარუდგენიათ.

კოკა კიღურაძე “მმართველობითი სისტემების ცენტრის” (MSDC) აღმასრულებელი დირექტორი საუბრობს და აღნინავს, რომ მუნციპალიტეტებს არ აქვთ დამკვიდრებული პრაქტიკა საჯაროდ მოახდინონ ანგარიშების განხილვა. მისი თქმით, სადაც არსებობს განხილვის შემთხვევბი საქმე გვაქვს ანგარიშის არა ადგილობრივებთან  წარდგენის ,არამედ  საჯარო შეკრებებს კვლავ გამგეობიის, მერიის, საკრებულოს თანამშრომლები ან მათთან დაახლოებული პირები ესწრებიან.

კვლევის „საქართველოს მუნციპალიტეტების ერთიანი ეროვნული შეფასების“ მიხედვით ბოლო ერთწლიან პერიოდში საერთო კრება მუნიციპალიტეტების 85%-ზე მეტში, მრჩეველთა საბჭოს სხდომები და საჯარო განხილვები კი 60%-ზე მეტში არ ჩატარებულა.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register