გრანტების მოპოვების შესაძლებლობა 5000 ლარის ფარგლებში

meria

ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს  5000 ლარის ფარგლებში მცირე გრანტების პროგრამის პრეზენტაცია დღეს მარნულში გაიმართა.

გრანტების პროგრამა თემატური დაფინანსების მექანიზმია, რომლის მიზანია სტარტაპების შექმნის და განვითარების ხელშეწყობა. ღია კონკურსის გზით და დადგენილი კრიტერიუმებით შერჩეული აპლიკანტები დაფინანსდებიან 3 მიმართულებით.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტების მენეჯერი, გვანცა გრიგალაშვილი პროტოტიპირების გრანტის, ღონისძიებების გრანტისა და სამგზავრო გრანტის  შესახებ გვესაუბრა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მეერიის რამდენიმე თანამშრომელი და სხვა დაინტერესეული პირები. ჩვენ მეურნეობის სამინისტროს ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს უფროსს, გერონტი სივსივაძეს ვესაუბრეთ, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის მცირე გრანტების პროგრამა ნამდვილად მნიშვნელოვანია, იმისთვის , რომ ხელი შეუწყობს სიახლეების დანერგვას სოფლის მეურნეობის დარგშიც.

დაფინანსების მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს და რეზიდენტ ფიზიკურ პირებს.

საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს. საგრანტო განაცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას საპროექტო განაცხადების დაფინანსების შესახებ და შედეგებს აცნობს პროექტის ავტორს.

საგრანტო პროექტებს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს კვალიფიციური ანალიტიკოსები და მოწვეული ექსპერტები განიხილავენ.

 

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register