მარნეულის მერის განცხადებით “მარნეულის სოფწყალის” უფროსი ახალი წლიდან შეიცვლება

temur abazovi

ახალი წლიდან შ.პ.ს “მარნეულის სოფწყალის” უფროსი  შეიცვლება. ამის შესახებ მარნეულის მერმა, თემურ აბაზოვმა  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 8 დეკემბრის სხდომაზე განაცხადა.

“სოფწყალის” ახლანდელმა ხელმძღვანელმა, ბადრი ქველაძემ რადიო “მარნეულთან” საუბრისას  აღნიშნა, რომ მერის გადაწყვეტილების შესახებ  ინფორმაციას არ ფლობს  და არც სავარაუდო გადადგომის  მიზეზი იცის.

“მარნეულის სოფწყალის” უფროსის თანამდებობას ბადრი ქველაძე უკვე ხუთი წელია იკავებს.

მანამდე კი ის პოლიტპატიმარი იყო.

 

რადიო “მარნეული”

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register